პირველი ბავშვის მოლოდინში ყველაზე ადვილია ზედმეტის ყიდვა. ლამაზი პატარა ნივთები ბევრია, ბავშვი კი პირველ სამ თვეში ორ ზომას იცვლის. ქვემოთ არის სია, რომელიც პრაქტიკაშია გამოცდილი.
პირველი თვის სია
- ექვსიდან რვამდე ბოდი, გრძელი და მოკლე მკლავით
- ხუთი სლიპი ან კომბინეზონი, სასურველია ელვით
- ორი თბილი კოფთა ან ჟილეტი
- ორი ქუდი, ერთი თხელი და ერთი თბილი
- ექვსი წყვილი წინდა
- ორი თხელი პელენკა ან სახვევი
- ერთი თბილი კომბინეზონი, თუ ზამთარია
ეს არის ის, რაც ყოველდღიურად გამოიყენება. დანარჩენი შეიძლება მოგვიანებით იყიდოთ, როცა უკვე იცით, რა გჭირდებათ.
რა უნდა ჰქონდეს კარგ ნივთს
- ელვა ან ღილაკები წინ და არა ზურგზე. ბავშვი ზურგზე წევს და ღილი ხელს უშლის.
- ფართო საყელო ან შესაკრავი მხარზე, რომ თავი ადვილად გაიაროს.
- ბრტყელი ნაკერები, რომ კანს არ ეხეხოს.
- 100 პროცენტი ბამბა. ამ ასაკში ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, დაწვრილებით ბამბის სტატიაშია.
რაზე არ ღირს ფული
ფეხსაცმელი პირველ თვეებში დეკორაციაა. ჯინსი და ღილებიანი პერანგი მოუხერხებელია გამოსაცვლელად. ძალიან პატარა ზომის ლამაზი კომპლექტი ხშირად ერთხელაც არ ჩაიცმევა.
ზომა და რეცხვა
ახალშობილის ზომა სიმაღლით იზომება, ისევე როგორც დანარჩენი. 56 / 62 ნიშნავს 56 დან 62 სანტიმეტრამდე. სრული ცხრილი ზომების სტატიაშია.
ახალი ნივთი პირველ ჩაცმამდე გარეცხეთ, ბავშვის სარეცხი საშუალებით და კონდიციონერის გარეშე. მეტი რეცხვის სტატიაშია.
სად ვნახოთ
მაღაზიაში ცალკე თაროა ახალშობილისთვის, სადაც ყველა კატეგორიიდან სწორედ ამ ასაკის ნივთებია თავმოყრილი. დამატებით გამოგადგებათ წინდები, ქუდები და შიდა თეთრეული.



