LittleMe

ხშირად დასმული კითხვები

ქვემოთ თავმოყრილია კითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამენ. თუ პასუხს ვერ იპოვით, მოგვწერეთ.

რა ღირს მიწოდება?

მიწოდება თბილისში ღირს 6 ₾ და სრულდება 1 დან 2 სამუშაო დღემდე.

მიწოდება საქართველოს რეგიონებში ღირს 10 ₾ და სრულდება 2 დან 4 სამუშაო დღემდე.

100 ₾ და მეტ შეკვეთაზე მიწოდება უფასოა მთელ საქართველოში.

რამდენ დღეში მივიღებ შეკვეთას?

თბილისში მიწოდება სრულდება 1 დან 2 სამუშაო დღემდე, რეგიონებში 2 დან 4 სამუშაო დღემდე.

შეკვეთის დამუშავებას ჩვეულებრივ ერთ სამუშაო დღემდე სჭირდება. კურიერი გამოგზავნამდე დაგიკავშირდებათ.

როგორ გადავიხადო?

გადახდა ხდება მიწოდებისას, ნაღდი ანგარიშსწორებით ან ბარათით კურიერთან.

საიტზე ონლაინ გადახდის დამატებაზე ვმუშაობთ და მალე გახდება ხელმისაწვდომი.

ნივთები ორიგინალია?

დიახ. ყველა ნივთი სრულიად ახალია და პირდაპირ ევროპიდან ჩამოგვაქვს. პროდუქტს ინარჩუნებს ორიგინალ ეტიკეტს და შეფუთვას.

არასოდეს ვყიდით ნახმარ ან რეპლიკა ნივთს.

შემიძლია ნივთის დაბრუნება?

დიახ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დისტანციური შესყიდვისას ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ნივთი უნდა იყოს უნაკლო და გამოუყენებელი, შენარჩუნებული ეტიკეტებით და შეფუთვით.

ვინ იხდის დაბრუნების ხარჯს?

დაბრუნების კურიერის ხარჯს მომხმარებელი ფარავს.

თუ ნივთს ქარხნული წუნი აქვს ან შეცდომით სხვა ნივთი გამოგიგზავნეთ, ხარჯს ჩვენ ვიღებთ თავზე.

როგორ ავირჩიო სწორი ზომა?

თითოეული პროდუქტის აღწერაში მითითებულია ასაკი და ზომა. გირჩევთ, გაზომოთ ბავშვის სიმაღლე და შეადაროთ ზომების ცხრილს.

ევროპული ბრენდები ზომებს ძირითადად ასაკის მიხედვით აღნიშნავენ, თუმცა მცირე განსხვავება ბრენდებს შორის შესაძლებელია.

ფიზიკური მაღაზია გაქვთ?

არა, LittleMe მხოლოდ ონლაინ მაღაზიაა. შეკვეთას იღებთ კურიერით მთელ საქართველოში.

როგორ დაგიკავშირდეთ?

მოგვწერეთ ელფოსტაზე info@littleme.ge ან Facebook გვერდზე. ვპასუხობთ სამუშაო დღეებში.

დეტალურად იხილეთ მიწოდება, დაბრუნების პირობები და ზომების ცხრილი.