დაბრუნების პირობები
ბოლო განახლება: 2026 წლის 19 ივლისი
ამ გვერდზე გაერთიანებულია ნივთის დაბრუნების და თანხის დაბრუნების პირობები. გთხოვთ, ყიდვამდე ყურადღებით გაეცნოთ, რომ პროცესი ორივე მხარისთვის მარტივი და გამჭვირვალე იყოს.
პირობები შედგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დაბრუნების ვადა
საქართველოს კანონის მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ თანახმად, დისტანციური შესყიდვისას თქვენ გაქვთ უფლება, ნივთი დააბრუნოთ მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ამ ვადის გასვლის შემდეგ ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა აღარ ხდება.
ნივთის მდგომარეობა
დასაბრუნებელი ნივთი უნდა იყოს უნაკლო და გამოუყენებელ მდგომარეობაში, დაცული ორიგინალი ეტიკეტით, იარლიყით და შეფუთვით.
თუ ნივთს ეტყობა გამოყენების, დაზიანების, რეცხვის ან ეტიკეტის მოხსნის კვალი, დაბრუნება და გადაცვლა არ განხორციელდება და ნივთი უკან დაგიბრუნდებათ.
პასუხისმგებლობა ზომასა და ასაკზე
ყიდვამდე გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ პროდუქტის ზომა და ასაკობრივი მაჩვენებელი, რომელიც მითითებულია თითოეული ნივთის აღწერაში.
ზომის ან ასაკის არასწორად შერჩევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ეს არ ითვლება ნივთის ნაკლად და არ წარმოშობს ჩვენს მხრიდან რაიმე ვალდებულებას.
დაბრუნების ხარჯი
ნივთის ჩვენამდე მოტანის ხარჯს, მათ შორის კურიერის საფასურს, იხდის მომხმარებელი.
დაბრუნება ხდება მომხმარებლის ორგანიზებით, ჩვენთან წინასწარი შეთანხმებით.
თანხის დაბრუნება
თანხა დაგიბრუნდებათ მას შემდეგ, რაც ნივთს მივიღებთ და დავრწმუნდებით, რომ ის უნაკლო მდგომარეობაშია. შემოწმება და თანხის დაბრუნება ხდება იმავე დღეს.
თანხა ბრუნდება იმ ფორმით, რომლითაც განხორციელდა გადახდა, ან სხვა წინასწარ შეთანხმებული წესით.
ქარხნული წუნი ან არასწორად გამოგზავნილი ნივთი
თუ ნივთი მიიღეთ ქარხნული წუნით ან შეცდომით სხვა ნივთი გამოგეგზავნათ, დაგვიკავშირდით მიღებისთანავე. ასეთ შემთხვევას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოვაგვარებთ.
როგორ დაიწყოთ დაბრუნება
დაბრუნების დასაწყებად მოგვწერეთ ელფოსტაზე info@littleme.ge ან Facebook გვერდზე LittleMe და მიუთითეთ შეკვეთის ნომერი. ჩვენ აგიხსნით შემდგომ ნაბიჯებს.