ზამთრის ტანსაცმელი ერთადერთია, სადაც შეცდომა მაშინვე ჩანს. ბავშვი ან იყინება და გარეთ არ რჩება, ან ოფლიანდება და ცივდება. ორივე პრობლემას ერთი და იგივე პასუხი აქვს: სამი ფენა და სწორი ზომა.
რა უნდა იყოს კარადაში
- თბილი კომბინეზონი ან ცალკე ქურთუკი და შარვალი
- ორი თბილი ჯემპრი ან ფლისის კოფთა
- ბამბის გრძელმკლავიანი ბლუზები
- თბილი ქუდი, რომელიც ყურებს ფარავს
- ერთიანი ხელთათმანები, სასურველია ორი წყვილი
- ყელსახვევი, რომელიც გრძელ შარფზე უსაფრთხოა
- თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და სქელი წინდები
ფენების წესი ზამთარშიც მუშაობს
პირველი ფენა ბამბისა უნდა იყოს, რომ ოფლი შეიწოვოს. მეორე ფენა ათბობს, მესამე ქარსა და თოვლს იცავს. ეს იგივე პრინციპია, რაც შემოდგომაზე, უბრალოდ შუა ფენა უფრო სქელია. შემოდგომის სტატიაში იგივე დაწვრილებით წერია.
ზომა
ზამთრის ქურთუკი ან კომბინეზონი ერთი ზომით მეტი აიღეთ. ქვეშ ჯემპრი ჩაიცმევა და ბავშვს მოძრაობა უნდა შეეძლოს. ძალიან დიდი ზომაც ცუდია, რადგან ქარი შიგნით შედის. ზომების ცხრილი დაგეხმარებათ.
რას მიაქციოთ ყურადღება ყიდვისას
- ელვას ზემოდან ფარი, რომ ქარი არ შედიოდეს
- სახელოსა და ტოტების ბოლოში რეზინი ან შესაკრავი
- შუქამრეკლი ზოლები, ზამთარში ხუთ საათზე უკვე ბნელა
- კაპიუშონი, სასურველია მოსახსნელი
ფეხები და თავი
სითბოს ყველაზე დიდი ნაწილი თავიდან და ფეხებიდან იკარგება. თბილი ქუდი და სქელი წინდა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი დამატებითი კოფთა. ნახეთ ქუდები, წინდები და რეიტუზები და ფეხსაცმელი.
სად ვნახოთ
მაღაზიაში სეზონის ფილტრი გაქვთ: ზამთრის ტანსაცმელი. ცალკეა ტანსაცმელი გოგოსთვის და ტანსაცმელი ბიჭისთვის, ხოლო ფასდაკლებული ნივთები აქ არის.



