ევროპული ბრენდები ერთმანეთისგან მხოლოდ ლოგოთი არ განსხვავდება. კალაპოტი, ქსოვილი და სტილი სამივე სხვადასხვაა და სწორედ ეს განსაზღვრავს, რომელი მოგერგებათ. ქვემოთ ის ბრენდებია, რომლებსაც ჩვენ ვამარაგებთ.
C&A
ევროპული ბრენდი, რომელიც ყოველდღიურ ტანსაცმელზეა ორიენტირებული. კალაპოტი თავისუფალია, ბამბის შემცველობა მაღალი, ფასი კი ერთ ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი. ბაღისთვის და ეზოსთვის ალბათ საუკეთესო არჩევანია. C&A მაღაზიაში.
ZARA
ესპანური ბრენდი, რომელიც სტილს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. კალაპოტი ვიწროა და მოდელები უფრო მოდურია. კარგია სტუმრობისთვის, ფოტოსესიისთვის და დღესასწაულისთვის. ZARA მაღაზიაში.
NEXT
ბრიტანული ბრენდი. ხარისხიანი ბამბა, თავისუფალი კალაპოტი და მარტივი, გამძლე მოდელები. ბრიტანულ ეტიკეტზე ხშირად ასაკი წერია, ამიტომ სიმაღლეს მიაქციეთ ყურადღება. NEXT მაღაზიაში.
H&M
შვედური ბრენდი. ფასი დაბალია, არჩევანი დიდი, კალაპოტი კი ოდნავ ვიწრო. კარგია ბაზისური მაისურებისა და საცვლებისთვის. H&M მაღაზიაში.
LIEWOOD
დანიური ბრენდი, რომელიც აქსესუარებითა და სილიკონის ნივთებით გამოირჩევა. ფერები რბილია, დიზაინი მინიმალისტური. კარგი არჩევანია საჩუქრად. LIEWOOD მაღაზიაში.
Sergent Major და Tape à l'oeil
ორივე ფრანგულია. Sergent Major უფრო კლასიკურია და დღესასწაულის ტანსაცმელში ძლიერი, Tape à l'oeil კი უფრო ყოველდღიური და ფერადი. Sergent Major და Tape à l'oeil.
რომელი ავირჩიოთ
- ბაღისთვის და ეზოსთვის: C&A, NEXT, H&M
- დღესასწაულისთვის: ZARA, Sergent Major
- საჩუქრად: LIEWOOD, Tape à l'oeil
ზომებზე ერთი შენიშვნა: ყველა ეს ბრენდი ევროპულ სისტემას იყენებს, ანუ ზომა სიმაღლეს ეყრდნობა. დაწვრილებით ევროპული ზომების სტატიაშია.
სრული სია ბრენდების გვერდზეა, ყველა ნივთი კი მაღაზიაში.



