მიწოდება და გადახდა
შეკვეთას კურიერი მოგიტანთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. ქვემოთ წერია ზუსტი ფასები, ვადები და გადახდის წესი.
მიწოდების ფასი და ვადა
მიწოდება თბილისში ღირს 6 ₾ და სრულდება 1 დან 2 სამუშაო დღემდე.
მიწოდება საქართველოს რეგიონებში ღირს 10 ₾ და სრულდება 2 დან 4 სამუშაო დღემდე.
100 ₾ და მეტ შეკვეთაზე მიწოდება უფასოა მთელ საქართველოში.
როგორ გადაიხდით
გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით. შეკვეთის გაფორმებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება ჩვენი ანგარიშის ნომრები თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში, იმავეს ელფოსტაზეც მიიღებთ.
გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ შეკვეთის ნომერი, ეს შემოწმებას აჩქარებს.
თანხის გადმორიცხვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „ჩავრიცხე“. ჩვენ შევამოწმებთ ჩარიცხვას და დავადასტურებთ.
ბარათით გადახდას მოგვიანებით დავამატებთ.
შეკვეთის გზა ნაბიჯ ნაბიჯ
პირველი: ირჩევთ ნივთებს და აფორმებთ შეკვეთას. სტატუსი ხდება „გადახდის მოლოდინში“.
მეორე: გადმორიცხავთ თანხას და აჭერთ ღილაკს „ჩავრიცხე“. სტატუსი ხდება „გადახდა შესამოწმებელია“.
მესამე: ჩვენ ვამოწმებთ ბანკის ამონაწერს. ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ სტატუსი ხდება „დადასტურებულია, მზადდება“.
მეოთხე: შეკვეთა გადაეცემა კურიერს და სტატუსი ხდება „გზაშია“. კურიერი მოსვლამდე დაგირეკავთ.
სტატუსს ნებისმიერ დროს ნახავთ თქვენს ანგარიშში, განყოფილებაში „ჩემი შეკვეთები“.
თუ მისამართზე ვერ იქნებით
შეგვატყობინეთ წინასწარ და მიწოდების დროს თავიდან შევათანხმებთ.
იხილეთ ასევე დაბრუნების პირობები და ხშირი კითხვები.