ხშირად დასმული კითხვები
ქვემოთ თავმოყრილია კითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამენ. თუ პასუხს ვერ იპოვით, მოგვწერეთ.
- რა ღირს მიწოდება?
მიწოდება თბილისში ღირს 6 ₾ და სრულდება 1 დან 2 სამუშაო დღემდე.
მიწოდება საქართველოს რეგიონებში ღირს 10 ₾ და სრულდება 2 დან 4 სამუშაო დღემდე.
100 ₾ და მეტ შეკვეთაზე მიწოდება უფასოა მთელ საქართველოში.
- რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?
თბილისში მიწოდებას სჭირდება 1 დან 2 სამუშაო დღემდე, რეგიონებში 2 დან 4 სამუშაო დღემდე.
ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც გადახდას დავადასტურებთ. კურიერი მოსვლამდე დაგირეკავთ.
- როგორ ხდება გადახდა?
გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით. შეკვეთის გაფორმებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება ჩვენი ანგარიშის ნომრები თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში. იმავე ინფორმაციას ელფოსტაზეც მიიღებთ.
თანხის გადმორიცხვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „ჩავრიცხე“. ჩვენ შევამოწმებთ ჩარიცხვას და დადასტურებისთანავე შეკვეთა მზადდება.
ბარათით გადახდას მოგვიანებით დავამატებთ.
- რატომ უნდა დავაჭირო ღილაკს „ჩავრიცხე“?
ეს გვეუბნება, რომ თანხა გამოგზავნეთ და ბანკის ამონაწერის შემოწმების დროა. ღილაკზე დაჭერის გარეშე შეკვეთა გადახდის მოლოდინში რჩება.
ღილაკს დააჭირეთ მხოლოდ მაშინ, როცა გადარიცხვა უკვე შესრულებულია.
- როგორ გავიგებ, სად არის ჩემი შეკვეთა?
შედით თქვენს ანგარიშში და გახსენით „ჩემი შეკვეთები“. იქ ყოველთვის ჩანს მიმდინარე სტატუსი: გადახდის მოლოდინში, გადახდა შესამოწმებელია, დადასტურებულია, გზაშია ან მიტანილია.
- ნივთები ორიგინალია?
დიახ. ყველა ნივთი ახალია და ევროპიდან ჩამოგვაქვს. პროდუქტს ეტიკეტი და ქარხნული შეფუთვა შენარჩუნებული აქვს.
ნახმარ ან გაყალბებულ ნივთს არასოდეს ვყიდით.
- შემიძლია ნივთის დაბრუნება?
დიახ. საქართველოს კანონმდებლობით, ინტერნეტით შეძენილი ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ნივთი უნდა იყოს გამოუყენებელი და უნაკლო, შენარჩუნებული ეტიკეტითა და შეფუთვით.
- ვინ იხდის დაბრუნების ხარჯს?
კურიერის ხარჯს დაბრუნებისას მყიდველი ფარავს.
თუ ნივთს ქარხნული წუნი აღმოაჩნდა ან შეცდომით სხვა ნივთი გამოგიგზავნეთ, ხარჯს ჩვენ ვიხდით.
- როგორ ავირჩიო სწორი ზომა?
თითოეული პროდუქტის აღწერაში წერია ზომა და ასაკი. ყველაზე საიმედო გზაა, გაზომოთ ბავშვის სიმაღლე და ზომების ცხრილს შეადაროთ.
ევროპული ბრენდები ზომას ძირითადად სიმაღლით აღნიშნავენ, ასაკი კი მხოლოდ ორიენტირია. ბრენდებს შორის მცირე სხვაობა შესაძლებელია.
- ფიზიკური მაღაზია გაქვთ?
არა, LittleMe მხოლოდ ონლაინ მუშაობს. შეკვეთას კურიერი მოგიტანთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში.
- როგორ დაგიკავშირდეთ?
მოგვწერეთ ელფოსტაზე info@littleme.ge ან Facebook-ის გვერდზე. სამუშაო დღეებში ვპასუხობთ.
დეტალურად იხილეთ მიწოდება, დაბრუნების პირობები და ზომების ცხრილი.